employer.ge logo

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ  არსებულ სიახლეებზე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან იმსჯელა

date2022-10-27

დასრულებული


26 ოქტომბერს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი ლექვინაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.  თემა ეხებოდა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებს, რომლიც ნაწილობრივ ძალაში შევიდა მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ხოლო სრულად  1 ნოემბრიდან ამოქმედდება.  

შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე განიხილეს კანონის აღსრულების მექანიზმები და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.

„კანონი უკვე ძალაშია და მის აღსრულებას 1-ელი ნოემბრიდან ვიწყებთ. მიმდინარე რეჟიმშია სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან შეხვედრები, რომელიც უწყებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი - მოვისმინოთ, ვიმსჯელოთ და ერთობლივ ფორმატში განვიხილოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები და წინადადებები. მადლობა საინტერესო შეხვედრისთვის, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის. კანონის აღსრულების პროცესში ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ორიენტირებული დარღვევის პრევენციაზე. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ კანონის ეფექტური აღსრულება, რადგან, ერთის მხრივ, მომხმარებელთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და, მეორეს მხრივ, მოვაჭრეები მაქსიმალურად მომზადებულები, რომ დარღვევები თავიდან ავირიდოთ.’’ - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

„ჩვენი, როგორც ბიზნეს გაერთიანების მიზანია, კერძო სექტორი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რასაც მათ საქმიანობაზე ექნება გავლენა. სწორედ, ამ მიზნით მოხარულები ვართ, რომ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ჩვენმა წევრმა კომპანიებმა, მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ კომპეტენტური პირებისგან მიიღეს ინფორმაცია და მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდებიან კანონის აღსრულების პროცესს,“ - ლაშა ლაბაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

შეხვედრა, რომელსაც 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოსალოდნელი გამოწვევების, შესაძლებლობებისა და არსებული გამოცდილების გაზიარების შესახებ საკუთარი პოზიციები წარმოედგინათ და თემის ირგვლივ საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...